რუსებმა კიევის ოლქს შეუტიეს: სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი
რუსებმა კიევის ოლქს, ბროვარის რაიონს დაარტყეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.
დარტყმების შედეგად კერძო სახლი და ავტომობილები დაზიანდა. ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის დედაქალაქშიც.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, გოლოსეევსკის რაიონში ერთ-ერთ შენობას ხანძარი გაუჩნდა.
რუსების იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქში ოთხი ადამიანი დაშავდა.