რუსეთში დრონის მწარმოებელი ფირმის ახლანდელი და ყოფილი დირექტორები დააკავეს
კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ უპილოტო საფრენი სისტემების მწარმოებელი კომპანიის, Drone Solutions-ის მოქმედი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორები, ვიაჩესლავ ბარბასოვი და ირაკლი ხაზალია დააპატიმრეს.
დაკავებულებს გამოძიება თაღლითობას ედავება და ათ წლიან პატიმრობას უანონსებს.
საქმის დეტალები გასაჯაროებული არ არის.
დრონების კომპანია ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ უპილოტო სისტემებს აწარმოებს, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურები და ენერგოსექტორი იყენებენ.
ცნობისთვის, ივლისის ბოლოს დრონების წარმოების პროექტთან, "მომავლის ტრანსპორტთან" დაკავშირებით დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ასევე დააკავეს კომპანია Эфко-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი მფლობელი, მილიარდერი ვალერი კუსტოვი.