არჩევნებიდან მოხსნეს რუსული ოპოზიციური პარტია, რომელიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებოდა

10.08.26 22:35
არჩევნებიდან მოხსნეს რუსული ოპოზიციური პარტია, რომელიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებოდა

რუსეთში ოპოზიციური პარტია „იაბლოკო“ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პარტიის საარჩევნო პროცესიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს პარტია „როდინამ“ მიმართა.

ნაციონალისტური პარტია „როდინას“ სარჩელი ოპოზიციურ პარტია „იაბლოკოს“ უცხოური დაფინანსების მიღებაში, საავტორო უფლებების შესახებ კანონის დარღვევასა და ექსტრემისტულ მოძრაობებთან კავშირში ადანაშაულებდა.

პარტიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ყველაფერს გააკეთებენ.