კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები

10.08.26 18:37
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - Reuters-ის ინფორმაციით, არიან დაშავებულები. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო, მიწისძვრის სიმძლავრემ კი  7.4 მაგნიტუდა შეადგინა. 

ჩოკოს დეპარტამენტის გუბერნატორის, ნუბია კაროლინა კორდობა-კურის ცნობით, დეპარტამენტის დედაქალაქ კიბდოში დაშავებულები არიან, ასევე შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მიწისძვრის ბიძგები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტასა და ვენესუელაშიც იგრძნობოდა.