კრაკოვში ექვსი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

09.11.26 12:42
კრაკოვში ექვსი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

პოლონეთის პოლიციის ცნობით, პოლონეთში, კერძოდ კრაკოვში ექვსი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მედიის ცნობით, 24 წლის მამაკაცი, რომელიც, ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ „ულტრამემარჯვენე იდეოლოგიებით“ იყო შთაგონებული, შაბათს, კრაკოვის ცენტრში ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა, რა დროსაც ოფიცრები თავდასხმის შეჩერებას ცდილობდნენ. 

ცნობისთვის, 8 ნოემბერს კრაკოვში მომხდარი  სროლის შედეგად ქუჩაში 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16-მდე პირი, მათ შორის პოლიციელები, მძიმედ დაიჭრა. 24 წლის თავდამსხმელი სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლისას დაჭრეს და ადგილზევე დააკავეს.

მსგავსი სიახლეები