რუბიო: გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ
მარკო რუბიოს განცხადებით, ომის შემდეგ უკრაინისა და ევროპის „უსაფრთხოების ინფრასტრუქტურასთან“ დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნი აღნიშნავს, რომ აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, შესაძლოა, შემდგომ პროგრესს მიაღწიონ.
მისივე თქმით, ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და დანარჩენი ევროპისთვის მოკავშირეების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.
„გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჯერჯერობით არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი. შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთ“, - თქვა მან.
შეგახსენებთ,სამშაბათს და ოთხშაბათს აბუ-დაბიში უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.
მოლაპარაკებებზე აშშ-ს წარმოადგენენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.