რუსეთთან მიმართებით ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა - ტრამპი
"ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა ოდნავ განსხვავებული ფორმით" - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ამის შესახებ ტრამპმა CBS-ის გადაცემა 60 Minutes-ში ისაუბრა.
ამასთაბ, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცრუ იმედს აძლევს და დროს აჭიანურებს, ტრამპმა უპასუხა:
“არა, ასე არ ვფიქრობ. რუსეთთან მიმართებით ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა”.