მთავრობის ფორმირების მანდატი გადი აიზენკოტს ექნება

09.11.26 10:12
მთავრობის ფორმირების მანდატი გადი აიზენკოტს ექნება

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ადასტურებს, რომ მთავრობის ფორმირების მანდატი გადი აიზენკოტს ექნება.

„ისრაელს სტაბილური მთავრობა სჭირდება"- აღნიშნა მან მედიასთან. 

მისი თქმით, ისრაელში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, მან კონსულტაციები გამართა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან. 

„ნათელი გახდა, რომ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი შეხედულებებისა, ცხოვრების წესისა თუ რწმენისა, თანაბარი ხმა აქვს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს ან პარტიას წარმოადგენენ. მთავარი კითხვა ასეთია: ვის აქვს მთავრობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი შანსი?

ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა, მივიღე გადაწყვეტილება, მთავრობის ფორმირების მანდატი გადავცე პარტია „იაშარის“ თავმჯდომარეს, გადი აიზენკოტს“, - განაცხადა ჰერცოგმა.

მისი თქმით, ქვეყანამ უნდა გადადგას ნაბიჯები ისრაელის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის. 

„უნდა ვეცადოთ, სამართლებრივად გავაფორმოთ საზღვრები და ურთიერთობები შესაბამის სტრუქტურებთან. ასევე, უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა“ - განმარტავს პრეზიენტი. 

 

მსგავსი სიახლეები