ტრამპი ამბობს, რომ „უბრალოდ იხუმრა“, როდესაც თქვა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნად ნიშნავდა

09.11.26 14:18
ტრამპი ამბობს, რომ „უბრალოდ იხუმრა“, როდესაც თქვა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნად ნიშნავდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხუმრობდა, როდესაც Ultimate Fighting Championship-ის აღმასრულებელ დირექტორსა და პრეზიდენტს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა - ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

„გეტყვით, რომ მხოლოდ ვხუმრობდი, მაგრამ დანას ეს იდეა მოსწონს და მხოლოდ ერთი დანაა. ის შესანიშნავია“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს კვირა საღამოს ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში, ასაფრენ ბილიკზე.

ცნობისთვის, შაბათს ტრამპმა Truth Social-ზე მოულოდნელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მან უაითს სამსახური შესთავაზა, პოზიცია ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც კეიტი ზაქარიამ გასულ თვეში თანამდებობა სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ დატოვა .

„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ დიდ დანა უაითს, სასტიკ მებრძოლსა და მეომარს, შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზეს“- დაწერა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები