ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი ბალისტიკური რაკეტები მიიღო
რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი ბალისტიკური რაკეტები მიიღო - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს განაცხადა.
ამასთანავე, ზელენსკის ინფორმაციით, მოსკოვი აპირებს, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ჩრდილოკორეული სამხედრო კონტინგენტი განალაგოს.
ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის ისტორიაში, როცა მათ აღარ გააჩნიათ უსაფრთხო სტრატეგიული ზურგი. პირველად ისტორიაში მათ არ შეუძლიათ ომის წარმოება ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი ძალების გარეშე. ისინი ახლა თავიანთ ტერიტორიაზე დამატებითი ჩრდილოკორეული კონტინგენტის განლაგებისთვის ემზადებიან. წარმოიდგინეთ, მათ ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი ბალისტიკური რაკეტები მიიღებს და მსოფლიოში ყველამ უნდა გაიგოს, თუ რას ნიშნავს ეს." – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას.