უნგრეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ანდრაშ ბაკა დანიშნა.
72 წლის ბაკას კანდიდატურას მხარი 160-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ანდრაშ ბაკამ პრეზიდენტის თანამდებობაზე ტომაშ შუიოკი შეცვალა, რომელმაც პოსტი გასულ თვეში დატოვა