პუტინის კუნძულ იტურუპზე ვიზიტის გამო, ტოკიომ რუსეთის ელჩი დაიბარა

13.08.26 16:23
პუტინის კუნძულ იტურუპზე ვიზიტის გამო, ტოკიომ რუსეთის ელჩი დაიბარა

კურილის კუნძულების ჯგუფში შემავალ კუნძულ იტურუპზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ნიკოლა ნოზდრევი დაიბარეს.

იაპონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტოშიმიცუ მოტეგიმ რუს დიპლომატს ოფიციალური საპროტესტო ნოტა პირადად გადასცა და მოუწოდა, ტოკიოს მიერ გამოთქმული პროტესტი რუსეთის მთავრობას გადასცეს.

„პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე უკიდურესად უარყოფით გავლენას მოახდენს“, - აღნიშნა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, კურილის კუნძულები იაპონიასა და რუსეთს შორის ტერიტორიული დავის ნაწილია.