კოსოვოში უცნობმა პირებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს - დაღუპულთა შორის 2 ბავშვია

კოსოვოს დასავლეთ რეგიონში უცნობმა პირებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია ავტობუსის მძღოლი და ორი არასრულწლოვანი. დაჭრილია ერთი ადამიანი.ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
ქალაქ დეჩანიში, ნიღბიანმა პირებმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა მძღოლს მზავრებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც გადაჰყავდა. ბავშვები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში აცხადებენ, რომ თავდასხმას ტერაქტთან კავშირი არ აქვს.
ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი თავდამსხმელი იყო, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად დავადგინოთ რა მოხდა და ვიპოვოთ დამნაშავე", - განუცხადეს ქვეყნის ოფიციალურ უწყებაში "როიტერსს".
ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ თავდასხმის მოტივი სავარაუდოდ, ავტობუსის 2 კომპანიას შორის დაპირისპირება გახდა.