მოსკოვის ოლქში დრონების იერიშის შემდეგ Wildberries-ის უმსხვილესი საწყობი იწვის

16.08.26 10:57
მოსკოვის ოლქში დრონების იერიშის შემდეგ Wildberries-ის უმსხვილესი საწყობი იწვის

მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონების მასშტაბური იერიშის შემდეგ Wildberries-ის უმსხვილეს საწყობში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი პოდოლსკის რაიონში, სოფელ კოლედინოში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრს უკიდია, რომლის ფართობიც 200 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება.

რუსული მხარის ინფორმაციით, ხანძარი საწყობის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრის შედეგად გაჩნდა.

ამავე ღამით იერიშის ქვეშ აღმოჩნდა მოსკოვის ოლქში მდებარე კიდევ ერთი მსხვილი ლოგისტიკური ობიექტი — „სევერნოე დომოდედოვო“. გავრცელებული ცნობებით, იქაც ხანძარია.