უკრაინამ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დრონებით მასშტაბური იერი მიიტანა

16.08.26 12:17
უკრაინამ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დრონებით მასშტაბური იერი მიიტანა

უკრაინამ რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში განახორციელა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში 822 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე. აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ ვრცელდებოდა ცნობები მოსკოვისა და სხვა რეგიონებიდან.

იერიშის სამიზნე გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიც. გვიან ღამით აფეთქებები იყო დონეცკში, სადაც დრონების დარტყმის შემდეგ სავაჭრო ცენტრ „გალაქტიკაში“ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა.

ბოლო დღეებში „გალაქტიკის“ სახელწოდების სავაჭრო ობიექტებზე ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში რამდენიმე იერიში განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები