„ჰორმუზის სრუტე იყო ირანული, არის ირანული და დარჩება ირანული“ - თეირანი ტრამპს პასუხობს

16.08.26 12:21
„ჰორმუზის სრუტე იყო ირანული, არის ირანული და დარჩება ირანული“ - თეირანი ტრამპს პასუხობს

„ჰორმუზის სრუტე იყო ირანული, არის ირანული და დარჩება ირანული“, — ასე პასუხობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს.

ირანელი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონმა უნდა აღიაროს არსებული რეალობა და „სტრატეგიული და მძიმე მარცხი“. თეირანი კვლავ აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა აშშ-ის მიერ ირანის პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი ომანთან სრუტეში გემების გადაადგილების მარშრუტებზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა ეს ავტომატურად სრუტის გახსნას არ ნიშნავს.

ამ განცხადებებს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის მორიგი მკვეთრი გზავნილი. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანთან დაპირისპირების დასრულების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს შესაძლოა მალე „შეერთებული შტატების ტერიტორია“ უწოდოს.

აშშ-სა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ჩიხშია შესული. თეირანი სრუტის გახსნას ვაშინგტონის მიერ მისი პირობების შესრულებას უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები