ნიდერლანდებში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები დაწესდა

27.11.21 13:46
ნიდერლანდებში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები დაწესდა

ნიდერლანდებში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ხელისუფლებამ დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე  ყველა მაღაზია, პირველადი საჭიროების პროდუქციის მაღაზიების გარდა, ასევე ბარები და რესტორნები 17:00-დან 05:00 საათამდე დაიკეტება. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. მთავრობა მოუწოდებს იმ პირებს, ვისაც დისტანციურად მუშაობის საშუალება აქვთ იმუშაონ სახლიდან იმისთვის, რომ დაიცვან სოციალური დისტანცია. 

ნიდერლანდებში ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ 13 ნოემბერს  დაწესდა, რომლის მიხედვითაც რესტორნები და ბარები 20:00 საათამდე მუშაობდა.

ცნობისთვის, ნიდერლანდებში, მოსახლეობის 85% სრულადაა ვაქცინირებული. ნიდერლანდებში ბოლო პერიოდში დაინფიცირების შემთხვევები  განსაკუთრებით გახშირდა სკოლის მოსწავლეებში, რომლებიც აცრილები არ არიან.