ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯეს

16.08.26 20:55
ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯეს

ირანში ანტისამთავრობო პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე სიკვდილით დასაჯეს. შაჰრამ სადეღი, რომელიც იანვარში ქალაქ ქარაჯში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოახრჩვეს. ირანის სასამართლო ხელისუფლება მას ავტომობილით პოლიციელების განზრახ დაჯახებასა და შვიდი სამართალდამცველის დაშავებაში ადანაშაულებდა. ოფიციალური თეირანი ამტკიცებდა, რომ სადეღი მოქმედებდა „აშშ-ისა და ისრაელის მხარდაჭერით“.

სიკვდილით დასჯა ირანში რეპრესიების გაძლიერების ფონზე განხორციელდა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, მხოლოდ 19 მარტის შემდეგ ირანში ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებებით სულ მცირე 56 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათგან 27 - წლის დასაწყისში დაწყებულ ანტისამთავრობო გამოსვლებთან დაკავშირებით. გაერო აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯისა და სასიკვდილო განაჩენების მკვეთრი ზრდა შიშის დათესვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის იარაღად გამოიყენება.

კიდევ უფრო მძიმეა გასული წლის სტატისტიკა - Iran Human Rights-ისა და ECPM-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ირანში სულ მცირე 1 639 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რაც წინა წელთან შედარებით 68%-ით მეტია და 1989 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები