კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა

27.11.21 15:27
კორონავირუსის  ახალი შტამის „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას  გამოცემა The Guardian  ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საეჭვო შემთხვევა გერმანიის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა.

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ადასტურებს, რომ „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი ნიშნებით სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

შტამის დასაზუსტებლად პაციენტს ლაბორატორიული კვლევები უტარდება. 

იმ პირებს, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდნენ, მთავრობა მოუწოდებს, შეზღუდონ კონტაქტები და ჩაიტარონ ტესტირება. 

 

მსგავსი სიახლეები