ფილიპინებში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მეცხრე კლასელმა მოსწავლეებს ცეცხლი საკლასო ოთახში გაუხსნა
ფილიპინებში, სკოლაში სროლა იყო - დაიღუპა 2 მოსწავლე, მათ შორის თავდამსხმელი.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ფილიპინების ქალაქ ზამბოანგას ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მოსწავლეებს ცეცხლი საკლასო ოთახში გაუხსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
პოლიციისვე ცნობით, გარდაცვლილი მე-10 კლასის მოსწავლე, ხოლო თავდამსხმელი მე-9 კლასის მოსწავლე იყო.
ასევე, ზამბოანგას სკოლაში სროლის შედეგად ორი მოსწავლე დაშავდა.