უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდს დაარტყა - ამის შესახებ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება იტყობინება.
“მტერმა დარტყმა განახორციელა. ამის გამო, მოძრაობა დაახლოებით შუადღემდე შეიზღუდება“, - ამბობს მოსკოვის მიერ ყირიმის ე.წ. მეთაურად დანიშნული სერგეი აქსიონოვი.
მისი თქმით, ხიდზე მოძრაობა შეიზღუდა სავარაუდოდ, 16 ნოემბრის შუადღემდე.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა , რომ მოწინააღმდეგემ მასზე თავდასხმა დრონებით სცადა და ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.