რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - არის მსხვერპლი
ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს ღამით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე რეაქტიული დრონებით შეუტიეს.
თავდასხმის შედეგად დარტყმები დედაქალაქის 12 სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა, მათ შორის სამიზნეში ამოიღეს საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები
ხანძარი გაჩნდა დიდ ფართობზე განლაგებულ საწყობებში.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ 5 ადამიანი გარდაიცვალა. მოგვიანებით კი დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.