პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ, ავიაცია გაააქტიურა
კიევზე განხორციელებული სისხლიანი სარაკეტო იერიშის პარალელურად, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები განალაგა.
რუსული შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის აქტივობის გამო, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ პრევენციული ზომები მიიღო და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების განმარტებით, მიღებული ზომები პრევენციული ხასიათისაა და მათი მიზანი პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის აქტივობის გამო, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებს, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაციის ოპერაციები დაიწყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.