ტრამპი ირანის წინააღმდეგ: ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა

20.08.26 10:52
ტრამპი ირანის წინააღმდეგ: ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური სანქციები და მკაცრი იზოლაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა

ის მკაცრად აფრთხილებს ყველა ქვეყანას, ბიზნესსა და ფინანსურ ინსტიტუტს, რომ ირანის მხარდაჭერა, ნავთობის კონტრაბანდა, ფიქტიური კომპანიების გამოყენება თუ ფულადი გზავნილები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დონალდ ტრამპის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც თეირანს გადარჩენაში დაეხმარება ან თავის ინსტიტუტებს ირანული მხარდაჭერის უფლებას მისცემს, "უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება".

არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათთვის სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია.

მათი საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი სამხედრო ქარხნები ახლა ნანგრევებად არის ქცეული, მათი ვალუტა უსარგებლოა და მათი ქვეყანა ძაფზე ჰკიდია. დღეს ასევე ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავის ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანისთვის რაიმე სახის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიწოდების საშუალებას მისცემს, უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება.

ნავთობის კონტრაბანდა, გაცვლითი ხაზები, ფულადი გზავნილები, გაცვლითი პუნქტები, გემების რეესტრი, ფიქტიური კომპანიები - ეს ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს. თქვენ იცით, ვინ ხართ. ეს იქნება ეკონომიკური გარდატეხის დღე და ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ყველა მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად დადგეს ირანის მხრიდან საფრთხის იზოლირებისა და დამარცხების მიზნით. ეს მანიაკები უკვე კუთხეში არიან მომწყვდეული. ეს ისტორიული ზომები მათ და მათ მიერ მთელ მსოფლიოში ტერორის გავრცელების შესაძლებლობას დააზიანებს. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი," - წერს დონალდ ტრამპი. 

მსგავსი სიახლეები