კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

20.08.26 11:34
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსეთის შეტევით გამოწვეული მსხვერპლის გამო უკრაინის დედაქალაქ კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მიიღო. 

ცნობისთვის, რუსეთის სარაკეტო იერიშს კიევის ოლქში დიდი მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, 20 აგვისტოს დილის ცხრა საათისთვის დადასტურებულია, რომ კიევში 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.

ამავე სამსახურის ცნობით, კიევის სვიატოშინსკის რაიონში დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტზე. ხანძრები გაჩნდა სამ საწყობში. სოლომენსკის რაიონში დანგრეულია 9-სართულიანი სახლის ბოლო ორი სართული, კიდევ სამი დამწვარია. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, ორი სამედიცინო დაწესებულება, სკოლა და მაღაზია. დარნიცის რაიონში დარტყმა იყო არასაცხოვრებელ ობიექტზე. ხანძარი გაჩნდა საწყობებში.

 

მსგავსი სიახლეები