Washington Post-ი: რუსებმა საბანკო სისტემიდან რეკორდული რაოდენობის ფულის განაღდება დაიწყეს
რუსებს ბანკებიდან დიდი ოდენობის თანხა "ქეშად" (ნაღდი ფული) გამოაქვთ, მზარდი შიშის ფონზე, რომ კრემლმა შესაძლოა ომის დასაფინანსებლად დეპოზიტები მოითხოვოს.
Washington Post-ის ცნობით, რუსეთში მოსახლეობამ და ბიზნესმა საბანკო სისტემიდან რეკორდული რაოდენობის ფულის განაღდება დაიწყო.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, აგვისტოს პირველ ორ კვირაში თითქმის 3.4 მილიარდი დოლარი (286.4 მილიარდი რუბლი) გაანაღდეს, რაც ივლისში გამოტანილ 7.3 მილიარდ დოლარს და ივნისში 4.5 მილიარდ დოლარზე მეტს დაემატა.
Washington Post-ი აღნიშნავს, რომ მასობრივ პანიკას ორი მთავარი მიზეზი აქვს: უკრაინული დრონების უწყვეტი იერიშები რუსულ ენერგოობიექტებზე და შიში, რომ კრემლი ომის გაზრდილი ხარჯების დასაფარად ხალხს ანაბრებს ჩამოართმევს ან გაუყინავს.