რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - არის მსხვერპლი
4 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული - რუსებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ლებიაჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა.
„მტერმა ღამით ჩუგუევსკის რაიონის სოფელ ლებიაჟიეს ექვსი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. მასშტაბური დარტყმის შედეგად 73 წლის და 66 წლის ქალები დაიღუპნენ“, - განაცხადა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 5 კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი დაფიქსირდა, განადგურდა 3 საცხოვრებელი შენობა და დაზიანდა 20.
- სინეგუბოვმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
სულ მცირე ორი ადამიანი დაიჭრა ქალაქ სუმიში. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმა იყო ოთხ ადგილზე, სადაც მასშტაბური დაზიანებებია, მათ შორის სახლების.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი დაიჭრა რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ზაპოროჟიეში. დაზიანებულია მუნიციპალური ავტოტანსპორტი.