უკრაინამ პერმში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტია, კურსკში კი სამხედრო ტექნიკა გაანადგურა

21.08.26 10:33
უკრაინამ პერმში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტია, კურსკში კი სამხედრო ტექნიკა გაანადგურა

ქალაქ პერმში, საწარმო „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზის“ ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

უკრაინულმა დრონებმა დარტყმები განახორციელეს რუსეთის სამხედრო ტექნიკასა და მომარაგების ტრანსპორტზე კურსკის ოლქსა და ყირიმთან დამაკავშირებელ მაგისტრალზე.

კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას მიდამოებში კამიკაძე დრონით განადგურდა რუსეთის შეიარაღებაში არსებული დისტანციური დანაღმვის უახლესი სისტემა.