მედია: ისლამაბადის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

26.08.26 11:43
მედია: ისლამაბადის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანში, ისლამაბადის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მომენტში განყოფილებაში სულ 16 ახალშობილი ბავშვი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი კონდიცირების სისტემაში გაუმართაობამ გამოიწვია.

 

მსგავსი სიახლეები