ნეპალში წყალდიდობას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად ითვლება ასობით ტურისტი

26.08.26 16:19
ნეპალში წყალდიდობას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად ითვლება ასობით ტურისტი

ნეპალში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის არიან უცხოელი ტურისტებიც. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. 

ოფიციალური პირების თქმით,  წყალდიდობის შედეგად დაკარგულად ითვლება 384 ტურისტი, მათ შორის 291 ინდოეთიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან და მალაიზიიდან.

წყალდიდობამ სულ მცირე 8 ადამიანი იმსხვერპლა, ასევე დიდი ზიანი მიაყენა სოფლებსა და ინფრასტრუქტურას. 

ცნობისთვის, მდინარე ბჰოტეკოში დღეს დილით ადიდდა, რამაც რამდენიმე სოფელი, ასევე გზები და ჰიდროელექტროსადგურების პროექტები გაანადგურა. ოფიციალური პირები ნეპალის რამდენიმე რაიონის მაცხოვრებლებს მოუწოდებენ თავი შორს დაიჭირონ ბჰოტეკოშის, ტრიშულის და ნარაიანის მდინარეების ნაპირებისგან. 

მსგავსი სიახლეები