CIA-ის დირექტორი მოსკოვში "ნახევრად რუტინული" ვიზიტით იმყოფებოდა - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში "ნახევრად რუტინული" ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო… არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება," - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ "ძალიან ბევრს მუშაობს" უკრაინის ომის დასასრულებლად და "შესაძლოა, რაღაც გამოვიდეს".
ცნობისთვის, გუშინ ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში ჩავიდა.