ზელენსკი კიშინოვში ჩავიდა - მოლდოვაში სამი ქვეყნის ლიდერთა სამიტი იმართება

28.08.26 10:28
ზელენსკი კიშინოვში ჩავიდა - მოლდოვაში სამი ქვეყნის ლიდერთა სამიტი იმართება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიშინოვში იმყოფება, სადაც მოლდოვისა და რუმინეთის ლიდერებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტი მოლდოვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება, თუმცა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონული უსაფრთხოება და სამი ქვეყნის თანამშრომლობაა.

დაგეგმილია ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მოლაპარაკებებს რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი შეუერთდება. უკრაინის, მოლდოვისა და რუმინეთის ლიდერები სამმხრივ ფორმატში უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

სამიტის დასრულების შემდეგ ზელენსკი, სანდუ და დანი მედიისთვის ერთობლივი განცხადებების გაკეთებასაც გეგმავენ.