ნორვეგიის მეფე ჰარალდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V - ნორვეგიის სამეფო სასახლის ცნობით, ჰარალდ V პარასკევს ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ის გასულ კვირას სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
BBC-ი წერს, რომ ტახტზე 35 წლიანი მმართველობის შემდეგ, ჰარალდ V-ს ახასიათებენ, როგორც პოპულარულ და რეფორმატორ ფიგურას, რომელმაც მონარქიის მოდერნიზება მოახდინა, უბრალო ადამიანზე დაქორწინებით ტრადიციები დაარღვია და ნორვეგიის ყველაზე რთულ მომენტებში გამაერთიანებელი ფიგურის როლი შეასრულა.
ჰარალდის მემკვიდრე მისი ვაჟი, ჰააკონი გახდა.