ჩრდილოეთ კვიპროსში გემი ამოტრიალდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

31.08.26 10:11
ჩრდილოეთ კვიპროსში გემი ამოტრიალდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ბორანის ამოტრიალებას -  20-ზე მეტი მგზავრი კი დაკარგულია

დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის, უნალ უსთელის განცხადებით, ბორნით 267 ადამიანი მგზავრობდა, რომელთაგან 237-ის გადარჩენა მოხერხდა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრმა, ერჰან არიქლიმ აღნიშნა, რომ 161 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 76-ს კი სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა. 

დააკავეს  ხომალდის კაპიტანი და ეკიპაჟის შვიდი წევრი. 

მსგავსი სიახლეები