პუტინს ეშინია, რომ ომში მარცხის შემთხვევაში მას "ჩამოახრჩობენ" - The Economist-ი რუსეთის პრეზიდენტის შიშებზე წერს
პუტინს ეშინია, რომ ომში მარცხის შემთხვევაში მას "ჩამოახრჩობენ" - გამოცემა The Economist-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამის შესახებ ომის ერთ-ერთ ეტაპზე პუტინმა თავისი გარემოცვის რამდენიმე წევრს უთხრა.
გამოცემის ცნობით, პუტინი, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ უკრაინასთან ომში მინიმალური მიზნების მიუღწევლობაც კი მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის და ამიტომ კონფლიქტის ესკალაციისკენ იხრება.
The Economist-ის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს რეჟიმის "კრიმინალური ლოგიკით", არასდროს გამოავლინოს სისუსტე, ვინაიდან რუსეთის მმართველი სისტემა ძალადობას იტანს, ხოლო წარუმატებლობისას დაუნდობელია.
წყაროების თანახმად, ამის გამო პუტინმა ზაფხულში რამდენიმეკვირიანი განხილვის შემდეგ ომის ესკალაცია გადაწყვიტა.
გამოცემის თანახმად, უკმაყოფილება კიდევ უფრო ძლიერია რუსეთის ელიტაში. ერთ-ერთი წყაროს თქმით, მთავარი პრობლემა მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა ან სამხედრო წარმატების ნაკლებობა არ არის – თითქმის ხუთწლიანი ომი, შედეგის მიუხედავად, უკვე წარუმატებლობად აღიქმება.
კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ ელიტაში სულ უფრო მეტად ვრცელდება განცდა, რომ "მეფე შიშველია". მიუხედავად ამისა, The Economist აღნიშნავს, რომ პუტინს ომის გასაგრძელებლად ჯერ კიდევ აქვს ეკონომიკური რესურსები და რეპრესიული აპარატი.