რუსეთის მასირებული იერიში კიევზე - დაღუპულია 8 ადამიანი

01.09.26 10:13
რუსეთის მასირებული იერიში კიევზე - დაღუპულია 8 ადამიანი

რუსეთის მორიგ მასირებულ იერიშს კიევში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური და კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებენ.

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქს ღამით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, რამდენიმე ადგილზე კი ხანძარი გაჩნდა.

იერიშის შედეგად განსაკუთრებით მძიმე დარტყმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურამ მიიღო. ბალისტიკური რაკეტებით დაზიანდა სარკინიგზო დეპო და სხვა ობიექტები. დაღუპულთა შორის „უკრზალიზნიცის“ ექვსი თანამშრომელია.

რუსული ძალები კიევსა და მის შემოგარენზე უკვე მეექვსე დღეა უწყვეტად ახორციელებენ საჰაერო იერიშებს.

მსგავსი სიახლეები