აშშ-ს არმიის მდივანი დენ დრისკოლი თანამდებობიდან გადადგა

01.09.26 10:54
აშშ-ს არმიის მდივანი დენ დრისკოლი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ს არმიის მდივანი დენ დრისკოლი თანამდებობიდან გადადგა - დენ დრისკოლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ დრისკოლი თანამდებობას დატოვებს. გადადგომის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

Reuters-ი წერს, რომ დრისკოლსა და აშშ-ს ომის მინისტრ პიტ ჰეგსეთს შორის რამდენიმე თვის განმავლობაში უთანხმოება გრძელდებოდა.

წყაროს მიხედვით, დრისკოლი შეშფოთებას გამოთქვამდა არმიის გარდაქმნისა და საბრძოლო მზადყოფნის მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო.

მსგავსი სიახლეები