რუსეთის საოკუპაციო არმიამ ოდესას დაარტყა - არიან დაშავებულები
რუსეთის საოკუპაციო არმიამ ოდესას დაარტყა - უკრაინის საპორტო ქალაქზე იერიშები კალიბრებით, ბალისტიკური რაკეტებით და ბანდეროლებით მიიტანეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 12 ადამიანის დაშავების შესახებ არის ცნობილი.
სარაკეტო დარტყმის გამო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა. ადგილზე ამ დრომდე უკრაინელი მაშველები მუშაობენ.