ტრამპის ოჯახი სკანდალში ეხვევა - პრეზიდენტის ვაჟმა დაადასტურა, რომ ქორწილის წვეულება პუტინთან დაკავშირებულმა რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა

15.09.26 12:01
ტრამპის ოჯახი სკანდალში ეხვევა - პრეზიდენტის ვაჟმა დაადასტურა, რომ ქორწილის წვეულება პუტინთან დაკავშირებულმა რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა

დონალდ ტრამპის ოჯახი სკანდალში ეხვევა - NBC News-ის ცნობით, დონალდ ტრამპ უმცროსმა და მისმა მეუღლემ,  ბეტინა ტრამპმა დაადასტურეს, რომ მისი ქორწილის შემდგომი წვეულება ვლადიმერ პუტინთან დაკავშრებულმა რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა დააფინანსა.

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა და მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნეს. საუბარია მაისში გამართული ქორწილის შემდგომი წვეულებაზე. 

„ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა უმარმა ქორწილის შემდეგ ორ შესანიშნავ სადღესასწაულო საღამოს ძალიან გულუხვად უმასპინძლა. ეს ქორწილისთვის მეგობრისგან მიღებული საოცრად გულუხვი საჩუქარი იყო, რისთვისაც მადლიერები ვართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, გამოცემა ProPublica-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უმარ კრემლიოვმა ბაჰამის კუნძულებზე წყვილისთვის საზეიმო ღონისძიებების ხარჯები დაფარა, რაც ასობით ათასი დოლარი იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ „წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის უმარი“.