ამერიკამ კოსმოსში იარაღის განლაგება აღიარა
აშშ-მ კოსმოსში იარაღის განლაგება აღიარა - ინფორმაციას CNN საჰაერო ძალების მდივან ტროი მეიკნზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს არის ორბიტაზე პირველი საჯარო აღიარება და განძრახ სიგნალი მათთვის, ვინც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ამ სფეროში.
„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ მზად ვიყოთ მზარდი საფრთხეების გამოწვევებთან შესახვედრად, სადაც ისინი არსებობენ“, - თქვა მეინკმა საჰაერო, კოსმოსური და კიბერკონფერენციაის, ყოველწლიურ შეხვედრაზე.
გამოცემის ცნობით, მეინკა არ მიაწოდა დაზუსტებული ინფორმაცია იარაღის შესახებ და დეტალებთან დაკავშირებით საუბარი არ მოისურვა. ასევე უცნობია, როდის გაიგაზვნება იარაღი ორბიტაზე.
საჰაერო ძალების მდივნის თქმით, იარაღის არსებობის საჯაროდ აღიარება შეკავების პოლიტიკის მიზანს ემსახურება, თუმცა, ტექნიკური დეტალების გამჟღავნება ამ ეფექტს შეამცირებდა.
აშშ-ს კოსმოსური ძალები 2019 წელს, დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, შეიქმნა და საჰაერო ძალების დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის.