აქცია თურქეთში - პოლიციამ 150-მდე პროტესტანტი დააკავა

15.09.26 16:54
აქცია თურქეთში - პოლიციამ 150-მდე პროტესტანტი დააკავა

Reuters ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე თურქეთის ხელისუფლებამ 150-მდე პროტესტანტი დააკავა.  დემონსტრანტები აპირებდნენ პროტესტის გამოხატვას LGBTQ+ ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ბოლოდროინდელი დაკავებების გამო.

გასული კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ სხვადასხვა პროვინციაში ჩაატარა რეიდები ასოციაციების ოფისებში, დაბლოკა ვებგვერდები და დააკავა ეჭვმიტანილები. სამშაბათს ჯგუფი შეიკრიბა პრეს-განცხადების გასაკეთებლად, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა სასამართლოს შენობის წინ.

ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, ორშაბათს თურქეთის სასამართლომ დასავლეთ პროვინცია იზმირში 16 პირი დააპატიმრა სასამართლო განხილვამდე, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში.

შაბათ-კვირას ხელისუფლებამ სტამბოლში სულ მცირე 26, ხოლო ანკარაში 21 ადამიანი დააკავა და რამდენიმე LGBTQ+ ასოციაციის ოფისში რეიდი ჩაატარა.