რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს წარმომადგენელთა პალატა კენჭს დღეს უყრის

16.09.26 10:23
რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს წარმომადგენელთა პალატა კენჭს დღეს უყრის

რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს წარმომადგენელთა პალატა კენჭს დღეს უყრის. ლინდსი გრემის ინიციატივა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს ას პროცენტიანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. კანონპროექტის განხილვის პროცესს “რესპუბლიკელი” კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი გაუძღვება.

მანამდე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტის განხილვას მხარი პროცედურულ კენჭისყრაზე დაუჭირა.

კანონპროექტის განხილვას მხარი 214-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 211-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

აშშ-ის სენატმა კანონპროექტს მხარი 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირა.