პუტინმა ზელენსკის უპასუხა, რომ თუ მასთან შეხვედრა სურს, მაშინ მოსკოვში უნდა ჩავიდეს - ლავროვი

31.10.26 13:30
პუტინმა ზელენსკის უპასუხა, რომ თუ მასთან შეხვედრა სურს, მაშინ მოსკოვში უნდა ჩავიდეს - ლავროვი

კრემლში პუტინ-ზელენსკის შეხვედრის ერთადერთ ადგილად მოსკოვი განიხილება. როგორც  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ატლანტაში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მოსკოვში უნდა ჩავიდეს. 

მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის.

„პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გასული ბოლო ექვსი წლის ისტორიის მიუხედავად, იგი მასთან შეხვედრისთვის კვლავ მზადაა. მან ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ზელენსკიმ პირისპირ შეხვედრისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა პუტინმა უპასუხა, რომ თუ ზელენსკის შეხვედრა სურს, მაშინ მოსკოვში ჩამოვიდეს და ჩვენ მის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა ლავროვმა.