„ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ" - პოლონეთში აშშ-ის ელჩი

31.10.26 12:20
„ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ" - პოლონეთში აშშ-ის ელჩი

„ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ" - ასე ეხმაურება პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებული მოვლენებს პოლონეთში აშშ-ის ელჩი, ტომ როუზი.

როგორც დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, აშშ პოლონეთის მხარეს არის და მის მხარდაჭერას განაგრძობს.

ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ, რომელიც უკავშირდება მთავრობის მიერ სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებას და საკონსტიტუციო ორგანოს დამოუკიდებლობასა და უფლებამოსილებას. ორივე მხარე სრულიად განსხვავებულ ვერსიებს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რა მოხდა და რატომ. ის, რაც ახლა პოლონეთს ყველაზე ნაკლებად სჭირდება, დაპირისპირებაა, რომელიც შეიძლება გაცილებით უარეს მოვლენებში გადაიზარდოს.

ჩვენი ადგილი არ არის, რომ პოლონეთის შიდა საქმეებში ჩავერიოთ ან იგი განვსაჯოთ. ჩვენ ვზრუნავთ იმ ქვეყნის სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ მომავალზე, რომელსაც მეგობარსა და მოკავშირეს სიამაყით ვუწოდებთ“, - წერს აშშ-ის ელჩი X-ზე.

შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან ერთმანეთს სამართალდამცავები და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვეჩკოვსკისა და მის მოადგილეს, ბარტოშ შოჩანსკის უფლებამოსილება შეუჩერდათ.