რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასრულდა

31.10.26 10:43
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასრულდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ ოლეშკიდან (ხერსონის ოლქი) მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ფაზა წარმატებით დასრულდა.

უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა დაადასტურა, რომ ყველა მოქალაქემ, ვისაც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა სურდა, ქალაქი უკვე დატოვა და გზაში იმყოფება.

 ქალაქში ჩაიყვანეს 25 ავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანები. მოსახლეობის ნაწილმა, ძირითადად ხანდაზმულებმა, ქალაქში დარჩენა ამჯობინა, მათთვის ადგილზე საკვები და მედიკამენტები დატოვა ჰუმანიტარულმა მისიამ.

ცნობისთვის, ევაკუაცია შესაძლებელი გახდა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით მიღწეული ლოკალური ზავის წყალობით. მანამდე, გზების გასაწმენდად, ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა.