აშშ-მა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot-ის რაკეტის პოტენციური მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა
აშშ-მა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot-ის რაკეტის პოტენციური მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრამპის ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინისთვის პეტრიოტის რაკეტების რეალიზაციას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მთლიანად პარტნიორებისა და მოკავშირეების მიერ დაფინანსდება.
„შემოთავაზებული რეალიზაცია გააუმჯობესებს უკრაინის შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს მისი ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებით“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.