ომს რუსეთთან პირდაპირი მილაპარაკებების გარეშე ვერ შევაჩერებთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ომს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე ვერ დაასრულებს.
სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე ომს ვერ შევაჩერებთ და დღეს ეს აღიარებულია ყველას მიერ, ყველა გარე პარტნიორის მიერ. მე არ მეშინია მათთან პირისპირ საუბრის, არ გვეშინია პირდაპირი დიალოგის, ვიცით რომელი ევროპული ქვეყნები უჭერენ უკრაინას მხარს", - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტში.