ევროპელებისა და საფრანგეთის მიმართ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა - მაკრონი

18.09.26 20:52
ევროპელებისა და საფრანგეთის მიმართ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ბოლო კვირებში ევროპისა და საფრანგეთის მიმართ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა.

მისი თქმით, საფრანგეთის მთავრობამ უნდა მოამზადოს გეგმა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაძლო ჰიბრიდული თავდასხმებისგან დასაცავად.

მაკრონმა ამის შესახებ პარტიების ლიდერებთან და საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ვითარება სერიოზულია და საფრანგეთი რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეებს ყურადღებით აკვირდება.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებების მიზანი ევროპის დაშინება და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებაა, თუმცა, მისი შეფასებით, ამას საპირისპირო შედეგი ექნება.

“შეკავების მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვაჩვენოთ, რას გავაკეთებთ. თუმცა, ეს უპასუხოდ არ დარჩება. და მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან შეცდომა იქნებოდა ევროპელების მიმართ ამ გზით მოქმედების გაგრძელება… ამის მიზანი ჩვენი დაშინება და უკრაინელების მხარდაჭერის მცდელობებისთვის ძირის გამოთხრაა. შედეგი საპირისპირო იქნება. ჩვენ არ ვართ დაშინებულები, რადგან ვიცით, რომ ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში,” - განაცხადა მაკრონმა.