უკრაინაში დაიღუპა ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი მიკოლა კარპიუკი
უკრაინაში ფრონტის ხაზზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს მიკოლა კარპიუკი დაიღუპა.
კარპიუკი აფხაზეთის ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა, მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი.
კარპიუკი ნაციონალისტური УНА-УНСО-ს (უკრაინის ნაციონალური ასამბლეა - უკრაინის ეროვნული თავდაცვა) თანადამფუძნებელი იყო. УНА-УНСО-ს მოხალისეები აფხაზეთის ომის დროს ქართული ძალების მხარეს იბრძოდნენ.
62 წლის კარპიუკი ფრონტზე 19 სექტემბერს ზაპორიჟიის მიმართულებით დაიღუპა.
კარპიუკი აფხაზეთის ომის გარდა მონაწილეობას იღებდა დნესტრისპირეთის ომში, თუმცა მოლდოვის ძალების წინააღმდეგ.
2014 წელს კარპიუკი რუსეთის საზღვრის მახლობლად, ჩერნიგოვის ოლქში, რუსეთის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. 2016 წლის მაისში რუსეთმა მას 22 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
კარპიუკი 2019 სექტემბერში უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა.
კარპიუკი აღიარდებდა დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის ომებში მონაწილეობას, თუმცა რუსეთის ბრალდებას, ჩეჩნეთის ომში მონაწილეობის შესახებ, უარყოფდა.