დრონებით თავდასხმის შემდეგ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

05.11.26 10:07
დრონებით თავდასხმის შემდეგ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

დრონებით თავდასხმის შემდეგ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რიაზანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის, რომელიც რუსულ ძალებს საავიაციო და დიზელის საწვავით ამარაგებს.

რიაზანის საწარმო „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის და რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

ასევე, „ტელეგრამ“ არხების ცნობით, სავარაუდოდ, რიაზანში, Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრიც იწვის.